ღვაწლმოსილი პედაგოგები

ქუთაისის 20 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები:
სკოლა  ვერ  ივიწყეებს
იყო ნათელი
და იყო ბნელიც,
იყო ღიმილი
და იყო ცრემლიც...

      წარმატებებთან,  ხალისიან  დღეებთან   ერთად,  გულში ბევრი მოურჩენელი იარაც დარჩა 
ქუთაისის  მე–20  საჯარო სკოლას. თავისი არსებობის მანძილზე, ის ვერასდროს დაივიწყებს  მისგან  მოულოდნელად  წასულ მასწავლებლებს: ეთერ იაბლონსკის, ნაზი გუბელაძეს,
გრიშა სვანიძეს, მერი მაღრაძეს, ილო ღოღობერიძეს, მაყვალა ბუნტურს, დავით ცხვირაშვილს, ზეიმ ბახტაძეს, ნანა მორჩაძეს, ნანა ლორთქიფანიძეს, 
ნორა  ბეჟანეიშვილს, არიადნა კუპრაშვილს, ამბაკო ხურციძეს,  თამარ კვატაშიძეს, ვაჟა დვალს,
მედიკო და ვენერა ჯიშკარიანებს... რომლებმაც  მეტეორებივით  გაიციალეს  და მოულოდნელად ჩაქრნენ !
          სიკვდილი  ვერაგია, ვერსად დაემალები !  ყველა ადამიანი ამ ქვეყნიდან სხვადასხვანაირად მიდის ...  მე–20 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი  ხშირად იგონებს მუდამ საქმიან, დაუდეგარ, ღიმილიან , ფიზიკური  აღზრდის მასწავლებელს   ვალოდია  გრიგოლავას,  რომელიც  სკოლაში  გარდაიცვალა!  დიდხანს უკარგავდა სიმშვიდეს ეს უეცარი ელდა პედაგოგებსა და მოსწავლეებს !  თავზარდამცემი იყო ის საშინელი  ტრაგედიაც, რომელიც  1970 წელს, ამავე სკოლის  ორი  მასწავლებლის, ორი დის, ეთერ და ლამარა ფრუიძეების   ოჯახის განადგურების  მიზეზი გახდა!
    დაკრძალვის დღეს,   თითქმის,  მე–20  საჯარო სკოლის წინ  მდებარე  ფრუიძეების  ოჯახში დასვენებულ, საგზაო ავარიის  შედეგად დაღუპულ ხუთ მიცვალებულს (მათ შორის მათემატიკის  ახალგაზრდა მასწავლებელს ეთერ ფრუიძეს )   მწარედ დასტიროდნენ ახლობლები, მეზობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, სრულიად  ქუთათურები! ჭირისუფალთა შორის  არ ჩანდა მხოლოდ დაწყებითი კლასების მასწავლებელი,  ეთერის და ლამარა ,  რიომელიც უგონო მდგომარეობაში,   საავადმყოფოში იმყოფებოდა,  შედარებით მსუბუქად დაზიანებულ, მცირეწლოვან ერთადერთ  შვილთან , მალხაზთან ერთად.
     იმ ავადსახსენებელ დღეს, საგზაო ავარიის მსხვერპლი ხუთი ადამიანი გახდა.
ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპნენ ლამარა ფრუიძის და, მამა, ძმა და რძალი, აგრეთვე უახლოესი ნათესავი ქალი,  სოფელ ქორენიშიდან.
    მიუხედავად უიმედო მდგომარეობისა, ლამარა მასწავლებელი, უფლის წყალობით, გადაურჩა სიკვდილს და კვლავ დაუბრუნდა მე–20 საჯარო სკოლას.  ღმერთმა  პატარა მალხაზიც გადაარჩინა, რომელიც მალე სკოლის წარმატებული მოსწავლე გახდა. მალხაზმა წარჩინებით დაამთავრა  ქუთაისის მე–4 პროფესიული ტექნიკუმი და მიიღო ზეინკალ–შემკეთებლის სპეციალობა,  შემდეგ კი ქალაქ სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ისწავლა და ინჟინერ– მექანიკოსის დიპლომიც მიიღო.
  დღეს, მალხაზ ფრუიძე, ქუთაისის მე–20 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა, სამეურნეო დარგში.  ეს  სკოლა დაამთავრა მისმა ქალიშვილმა  მარიამ ფრუიძემაც. ის დღეს  ქუთაისის ვ.ქელბაქიანის სახელობის უნუვერსიტეტის კურსდამთავრებულია.
    მალხაზის დედა ლამარა ფრუიძე, რომელიც სკოლაში ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც მცოდნე, ერთგული და პასუხისმგებლობით აღსავსე მასწავლებელი.  უკვე რამდენიმე წელია, რაც თავის ოჯახის წევრებთან ერთად დაიმკვიდრა სასუფეველი იმქვეყნად. სამაგიეროდ, მისი ღირსეული შთამომავლები ( შვილი და შვილიშვილი) აგრძელებენ სიცოცხლეს!
   ქუთაისის #20 საჯარო სკოლიდან გასული პენსიონერი პედაგოგები:
                                     თქვენ ამ კედლებში იწვოდით ისე,
                                     ვით ჩუმად იწვის სანთელი თაფლის...
                                     თქვენ ზრდიდით, წვრთნიდით თაობებს ფრთხილად,
                                    რომ ძლიერება შეეცნოთ ნათლის!
             თქვენ აყვარებდით მათ ქართულ ენას,
             სანატრელ ქვეყნის ჯავარს და მადლსა
             და აფიცებდით და აფიცებდით
            მშობლიურ მიწის თითოეულ ადლსა.
                                   დღეს, მასწავლებლის შეგიქებთ სინდისს
                                   და გათენებულ ღამეებს თეთრად,
                                   მასწავლებელს ხომ გმირს ადარებენ,
                                   თვით უშვილოც კი არ რჩება კენტად.
       ნუ გაიხსენებთ ბრმა თვალს და ჭკუას,
      უმადურს რისხვა მოელის უფლის,
      მასწავლებლებო, თქვენი ნაღვაწი,
      უდავოდ, გმირთა ნაღვაწსა უდრის.
                                   ყოფილს ვერავინ გიწოდებთ, მენდეთ,
                                   თვით უკვდავია მასწავლებელი,
                                   მხურვალე გულის, უწმინდეს სულის
                                   და სიყვარულის მატარებელი.
        იცოცხლეთ დიდხანს, მაცხოვრის ნებით,
        გქონდეთ მხნეობა და მრთელი ჯანი,
       გფარავდეთ მუდამ, გწყალობდეთ მუდამ
      ღვთისმშობლის კალთა და უფლის ჯვარი.