სკოლისთვის განსაკუთრებიულად მოღვაწე პიროვნებები

ქუთაისის #20 საჯარო სკოლისათვის განსაკუთრებულად მოღვაწე თანამშრომლები:




ეკატერინე თოდუა (სკოლის ყოფილი დირექტორიდირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგშირუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიგამოირჩეოდა სკოლის კეთილდღეობისათვის განსაკუთრებული მზრუნველობითმან დიდი როლი ითამაშა სკოლის დამოუკიდებლობის შენარჩუნების საქმეში (განზრახული იყო იმჟამინდელი ქალთა მე-6 სკოლისა (ახლანდელი მე-20 საჯარო სკოლა) და მე-6 ვაჟთა სკოლის (ახლანდელი მე-6 საჯარო სკოლა) შეერთება. ეკატერინე თოდუას ძალისხმევით იმ ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად ვაჟა-ფშაველას ძეგლი დგას, უბნისათვის გაკეთდა ე.წ.მოკლე გზა, რამდენიმე საფეხურიანი კიბით, რომელიც მაშინ, ვიზუალურადაც მიმზიდველად გამოიყურებოდა.
 ეკატერინე თოდუას სკოლისა და უბნის საკეთილდღეო საქმიანობაში დიდ დახმარებას უწევდა მისი მეუღლე, რომელიც სასულიერო პირი გახლდათ. სოფელ ცაიშიდან ქუთაისში მოღვაწე ცოლ-ქმარს მთელი უბანი ემადლიერებოდა.
ეკატერინე თოდუა დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით.

ნარიმან გოდოლაძე (ბიოლოგიის მასწავლებელი) საოცრად მშრომელი სკოლისა და უბნისთვის კეთილმოსურნე, სკოლის გამწვანებისა და გამშვენიერების ორგანიზატორი. სკოლის ეზოში დღესაც ცოცხლობს მისი ხელით დარგული მცენარეები. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე .

ლუბა ჩხეტია (ბიოლოგიის მასწავლებელი), რომლის  თაოსნობითაც სკოლაში გაკეთდა სრულფასოვანი ბიოლოგიის კაბინეტი.

კოწია ტყაბლაძე (სკოლის დირექტორი), რომელიც სკოლიდან გაიყვანეს ფრონტზე და გახდა საბჭოთა კავშირის გმირი.

გთავაზობთ სითბოთი და სიყვარულით აღსავსე წერილს, რომელსაც ეკატერინე თოდუა ფრონტზე უგზავნის კოწია ტყაბლაძეს. 

(1957-1959)
მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ოფიცერი