ქუთაისის მე-20
საჯარო სკოლასთან არსებული, მუსიკალური სტუდია
სტუდია ფუნქციონირებს
1962 წლიდან. ის ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკაზე
შეყვარებული, გულისხმიერი,
განათლებული გამგეებით, პედაგოგებით, მათ მიერ აღზრდილი წარმატებული მოსწავლეებით.
იღვრება მუსიკა სულში,
ფართხალებს, ნელ-ნელა ღვივის,
შეირხა, შეისხა ფრთები,
ლურჯ ცაში დაეძებს ღიმილს.
მიწაზე ეხვევა იებს
და ფანტავს უტკბილეს ღიღინს,
მე მისი ბგერების ბანგი
ერთ ლამაზ სიცოცხლედ მიღირს.
იბადება მუსიკა,
იბადება გრძნობა,
მაშინ ყველა გიყვარს და
ყველასი გაქვს ნდობა.
მინავლდება აკორდი,
მინავლდება ვნება,
გულზე მწველი კოცონი
ნელა-ნელა ქრება.
ათრთოლდა მუსიკა სულში,
ვივიწყებ დარდსა და ტირილს,
წყლის პირას დასცინის სიო
თავდახრილ, სევდიან ტირიფს.
დაჰქრიან ბგერები ქარში,
აცვიათ კაბები ჩითის,
ლექსის და სიმღერის გარდა,
ცხოვრებას ფასი აქვს ჩირის.
იბადება მუსიკა,
იბადება გრძნობა,
მაშინ ყველა გიყვარს და
ყველასი გაქვს ნდობა.
მინავლდება აკორდი,
მინავლდება ვნება,
გულზე მწველი კოცონი
ნელა-ნელა ქრება.
ქეთევან ასათიანი
ფართხალებს, ნელ-ნელა ღვივის,
შეირხა, შეისხა ფრთები,
ლურჯ ცაში დაეძებს ღიმილს.
მიწაზე ეხვევა იებს
და ფანტავს უტკბილეს ღიღინს,
მე მისი ბგერების ბანგი
ერთ ლამაზ სიცოცხლედ მიღირს.
იბადება მუსიკა,
იბადება გრძნობა,
მაშინ ყველა გიყვარს და
ყველასი გაქვს ნდობა.
მინავლდება აკორდი,
მინავლდება ვნება,
გულზე მწველი კოცონი
ნელა-ნელა ქრება.
ათრთოლდა მუსიკა სულში,
ვივიწყებ დარდსა და ტირილს,
წყლის პირას დასცინის სიო
თავდახრილ, სევდიან ტირიფს.
დაჰქრიან ბგერები ქარში,
აცვიათ კაბები ჩითის,
ლექსის და სიმღერის გარდა,
ცხოვრებას ფასი აქვს ჩირის.
იბადება მუსიკა,
იბადება გრძნობა,
მაშინ ყველა გიყვარს და
ყველასი გაქვს ნდობა.
მინავლდება აკორდი,
მინავლდება ვნება,
გულზე მწველი კოცონი
ნელა-ნელა ქრება.
ქეთევან ასათიანი
მუსიკალური სტუდიის ღირსეული ხელმძღვანელები:
ნუნუ დვალი
გოგი ჩახუნაშვილი
ვიოლა გრიგალაშვილი
სვეტა ქართველიშვილი
იზოლდა ბაბალაშვილი
ციალა მამარდაშვილი
სტუდიის მიერ აღზრდილი წარმატებული მოსწავლეები:
ინგა ბობოხიძე
ლია ჯებაშვილი
მაია თვარაძე
ნატო გელოვანი
მარიამ ჯაიანი
გიორგი მაისურაძე
ქეთი სულაბერიძე
ფატი ტურაშვილი
ნათია მატარაძე
ციცი კინწურაშვილი
თამარ ბანძელაძე
ანასტასია ბანძელაძე
ნინო ბანძელაძე
ჩვენი მეგობრობა
არასდროს წაიშლება
ვერ ვივიწყებთ ქუთაისის
მე-20 საჯარო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიაში მოღვაწე, ამჟამად, ისრაელის მკვიდრ,
ეროვნებით ებრაელ პედაგოგს ლუიზა სეფიაშვილს. მცოდნე, კეთილშობილ, საქართველოზე შეყვარებულ
ქალბატონს, რომელმაც ბევრი შესანიშნავი მოსწავლე გაზარდა, შეაყვარა მუსიკა, აზიარა
მის სიტკბოსა და იდუმალებას. საყვარელ ლუიზა მასწავლებელს ყოველთვის მადლიერების გრძნობით
მოიხსენიებენ ყოფილი მოსწავლეები, პედაგოგიური კოლექტივის წევრები, მათ შორის მე-20
საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, კომპოზიტორი ქალბატონი ნატო გელოვანი. ლუიზა მასწავლებელი
მისთვის ის ანთებული სანთელია, ისრაელიდანაც რომ უნათებს სავალ გზას. ნატო გელოვანი
იგონებს, როგორ რჩებოდა სახლში ლუიზა მასწავლებელთან და ხშირად როგორ ეძინა მასთან
ერთად საწოლში.
ქალბატონი ლუიზა
დღესაც არ ივიწყებს ყოფილ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და შეძლებისდაგვარად დახმარების
ხელს უწვდის მათ წმინდა მიწიდან.
ჩემო ლუიზა, დღეს შენს ქუთაისს
ჩამოუგორდა ცრემლი თვალიდან!..
ამ გულშიც სევდამ დაისადგურა,
ვეღარ შევხვდებით, ალბათ, ხვალიდან.
კვლავ ერთი სიმი ჩაგვიწყდა მკერდში
და სინანული ზეცას ავიდა,
ეჰ, ბედისწერავ, ნეტავ, ყოველი
დაიწყებოდეს ისევ თავიდან!
საქართველოს, თვით იმერთა ქალაქს,
არ მიუხურავს არვისთვის კარი,
შენც ნუ, ნუ ეტყვი მწარე საყვედურს ,
ავდართან ერთად, ხომ იყო დარიც?
გიწეწავს თმებს და შენ სათნო სახეს
ეფერება და ქვთინებს ქარი,
სინაგოგის და ჯვრის მონასტრისკენ
გაცილებს წმინდა გიორგის ზარი.
ვერ გატანთ ვერას, ჩემო კეთილო,
სიყვარულის და ცრემლების გარდა,
თუ მოგენატროს შენი ქალაქი,
სულის ფანჯარას ახადე ფარდა.
ცისფერ ოცნებას აკოცე ფრთებზე
და წამსვე ნაცნობს დაივლი ქუჩებს,
ახედავ ბაგრატს, დახედავ რიონს
და დაისველებ მისი წყლით ტუჩებს.
შენებრი კოხტა, მოკლე ნაბიჯით,
ამოუყვები სკოლისკენ აღმართს ,
რომ ჩვენთან დარჩე, სამარადჟამოდ
და არ დაუყვე, არასდროს, დაღმართს.
სინამდვილეში, რეალობის წინ,
რა შეგვიძლია მიწის ყივილთან,
ან სისხლთან, რჯულთან, უწმინდეს ფიცთან,
დიდ წინაპართა გულის ჩივილთან?!
გილოცავ გზას და შენს ღმერთს და ჩვენსას
ორივეს ვთხოვ, რომ გაშოროს დარდი,
დიდხანს გაცოცხლოს, დაგამეგობროს
ბედნიერება , ია და ვარდი.
ერთს შემოგვედრებ, უყურადღებოს,
გულცივს მადარო, ამას ნუ იზამ,
ვერ გამოვხატე, თუმც შენი ფასი,
მერწმუნე, ვიცი, ჩემო ლუიზა.
ქეთევან ასათიანი.
ჩამოუგორდა ცრემლი თვალიდან!..
ამ გულშიც სევდამ დაისადგურა,
ვეღარ შევხვდებით, ალბათ, ხვალიდან.
კვლავ ერთი სიმი ჩაგვიწყდა მკერდში
და სინანული ზეცას ავიდა,
ეჰ, ბედისწერავ, ნეტავ, ყოველი
დაიწყებოდეს ისევ თავიდან!
საქართველოს, თვით იმერთა ქალაქს,
არ მიუხურავს არვისთვის კარი,
შენც ნუ, ნუ ეტყვი მწარე საყვედურს ,
ავდართან ერთად, ხომ იყო დარიც?
გიწეწავს თმებს და შენ სათნო სახეს
ეფერება და ქვთინებს ქარი,
სინაგოგის და ჯვრის მონასტრისკენ
გაცილებს წმინდა გიორგის ზარი.
ვერ გატანთ ვერას, ჩემო კეთილო,
სიყვარულის და ცრემლების გარდა,
თუ მოგენატროს შენი ქალაქი,
სულის ფანჯარას ახადე ფარდა.
ცისფერ ოცნებას აკოცე ფრთებზე
და წამსვე ნაცნობს დაივლი ქუჩებს,
ახედავ ბაგრატს, დახედავ რიონს
და დაისველებ მისი წყლით ტუჩებს.
შენებრი კოხტა, მოკლე ნაბიჯით,
ამოუყვები სკოლისკენ აღმართს ,
რომ ჩვენთან დარჩე, სამარადჟამოდ
და არ დაუყვე, არასდროს, დაღმართს.
სინამდვილეში, რეალობის წინ,
რა შეგვიძლია მიწის ყივილთან,
ან სისხლთან, რჯულთან, უწმინდეს ფიცთან,
დიდ წინაპართა გულის ჩივილთან?!
გილოცავ გზას და შენს ღმერთს და ჩვენსას
ორივეს ვთხოვ, რომ გაშოროს დარდი,
დიდხანს გაცოცხლოს, დაგამეგობროს
ბედნიერება , ია და ვარდი.
ერთს შემოგვედრებ, უყურადღებოს,
გულცივს მადარო, ამას ნუ იზამ,
ვერ გამოვხატე, თუმც შენი ფასი,
მერწმუნე, ვიცი, ჩემო ლუიზა.
ქეთევან ასათიანი.
ოცდაექვსი საუკუნე
გვაკავშირებს ებრაელებთან, ჩვენს უდიდეს მეგობარ ერთან:
ქუთაისელ ებრაელებს
ჩვენს ბუდეში დაფრთიანდით,
აქ აიდგით ფეხი,
ერთადა გვაქვს ხმიადი და
შოთი განატეხი,
ერთად გვისვამს ქაშერი და
იმერული მწვანე,
არც თქვენ გითქვამთ, არცა- ჩვენა,
ერთურთისთვის მწარე.
ერთად გვზრდიდა დედა-ენა,
ქართულ გულის სითბო,
შოთას „ვეფხისტყაოსანი“,
აქ აიდგით ფეხი,
ერთადა გვაქვს ხმიადი და
შოთი განატეხი,
ერთად გვისვამს ქაშერი და
იმერული მწვანე,
არც თქვენ გითქვამთ, არცა- ჩვენა,
ერთურთისთვის მწარე.
ერთად გვზრდიდა დედა-ენა,
ქართულ გულის სითბო,
შოთას „ვეფხისტყაოსანი“,
,, იავნანას’’ სიტკბო!
პატივს ვსცემდით სინაგოგას,
თქვენს ღმერთსა და ბელადს,
თქვენ, თქვენის მხრივ, ჩვენს ღვთაებას,
ჩვენს ბაგრატს და გელათს.
დიდმა გულმა შეგვაერთა,
პატარამ ვერ დაგვამცირა,
დიდმა რწმენამ შეგვანივთა,
ისევ მანვე დაგვაცილა.
ვენაცვალე თქვენს მიწას და
ქართველების ენას,
ებრაელთა ერთობას და
ჩვენი პირჯვრის წერას.
ვენაცვალე ჩვენს სიყვარულს,
ოკეანის ხელას,
ვისაც სჯერა ჩვენი გრძნობის,
ყველას, ყველას, ყველას...
ქეთევან ასათიანი.
პატივს ვსცემდით სინაგოგას,
თქვენს ღმერთსა და ბელადს,
თქვენ, თქვენის მხრივ, ჩვენს ღვთაებას,
ჩვენს ბაგრატს და გელათს.
დიდმა გულმა შეგვაერთა,
პატარამ ვერ დაგვამცირა,
დიდმა რწმენამ შეგვანივთა,
ისევ მანვე დაგვაცილა.
ვენაცვალე თქვენს მიწას და
ქართველების ენას,
ებრაელთა ერთობას და
ჩვენი პირჯვრის წერას.
ვენაცვალე ჩვენს სიყვარულს,
ოკეანის ხელას,
ვისაც სჯერა ჩვენი გრძნობის,
ყველას, ყველას, ყველას...
ქეთევან ასათიანი.
დღეს, მე-20 საჯარო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიას და მუსიკით
გატაცებულ მოსწავლე-ახალგაზრდობას ერთგულად ემსახურებიან სტუდიის გამგე ქალბატონი
ნუკრი დვალი, რომელიც ზემოთ აღნიშნული სკოლის ყოფილი მოსწავლეა და პედაგოგები.
ღმერთო, მაღალო, სიძლიერე, მოსწავლეთა სიმრავლე, მასწავლებელთა
მხნეობა, დირექციის გონიერება და მზრუნველობა არ მოაკლო ქუთაისის მე-20 საჯარო
სკოლას და მასთან არსებულ მუსიკალურ სტუდიას.