სკოლის მაჯისცემა

სკოლის მაჯისცემა


ქუთაისის #20 საჯარო სკოლა ჩართულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში G-PRIED

პროექტის მიზანია საქართველოს განათლების მხარდაჭერა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესებაში კითხვასა და მათემატიკაში. ამ პროექტის ფარგლებში ტარდება ვიდეო სესიები, სასწავლო ჯგუფის შეხვედრები, თანამშრომლობის გზით იგეგმება და ტარდება ერთობლივი და საჩვენებელი გაკვეთილები.


  2015 წლის 26 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი ქუთაისის ,,ეტალონი მოსწავლის ‘’ გამოსავლენად, აღნიშნულ კონკურსში ქუთაისის ,,ეტალონი მოსწავლე’’ გახდა მე-10 კლასის მოსწავლე დემურ დანგაძე. იგი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ კონკურსში, ,,2016 წლის საუკეთესო ეტალონი მოსწავლის’’ გამოსავლენად,  რომელიც გაიმართება 2016 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისში.




სკოლა, 2014-2015 სასწავლო წლიდან, ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა’’ (ხელმძღვანელი მარინა ჭელიძე), რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, რის საფუძველზეც სკოლაში შექნილია სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელშიც გაერთიანებულია მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.  კლუბის წევრები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა აქტივობებში, კონკურსებში...

  2015 წლის  20 დეკემბერს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო თეატრალურ ფესტივალში - ,,N ოვაცია’’, სადაც წარნოადგინეს სპექტაკლი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ . წარმატებას მიაღწიეს 4 სხვადასხვა ნომინაციაში:
·         გიორგი გიორგიძე - ,,მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი" და ,,ჟიურის სიმპათია"
·         დავით მხეიძე- ,,მამაკაცის ეპიზოდური როლის შემსრულებელი"

·         სკოლას საჩუქრად გადაეცა მუსიკალური ცენტრი.

  ახალგაზრდული პარლამენტის მიერ მოწყობილ იქნა  სკოლებს შორის კონკურსი ,,რა,სად,როდის?’’, რომელიც ჩატარდა 2015 წლის 12 დეკემბერს, 30-ე საჯარო სკოლაში. პირველი ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის გუნდმა, რომელშიც მონაწილეობდნენ: დემურ დანგაძე, მარიამ კიკნაძე (Xკლ), თეკლა სანიკიანი (X კლ), მარიამ ნუცუბიძე (Xკლ), ლოლა ნემსიწვერიძე (IXკლ), ლამარა ბატანაგოვა ( XI კლ).


ჩვენ ვთანამშრომლობთ ჟურნალ-გაზეთებთან:

ჩვენი წარმატებები:








ჩვენ ვმეგობრობთ გამოჩენილ პიროვნებებთან 
ტრადიცია გრძელდება

         
,,გ  ო  რ  ე  ლ  ო  ბ  ი  ს"  
   დღესასწაულზე: